LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია წერს, რომ მარიონ კოტიარი ორსულადაა (ფოტო)

295

მედია აქტიურად განიხილავს ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების ამბავს. წერენ, რომ დაშორების მთავარი მიზეზი მსახიობი მარიონ კოტიარია, რომელიც პიტმა გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ამ ინფორმაციის პარალელურად ფრანგული მედია ამტკიცებს, რომ კოტიარი ბოიფრენდისგანაა ორსულად და წყვილი მეორე შვილს ელოდება. ამის ფიქრის საბაბს კი პრესას კოტიარის ახალი იმიჯი აძლევს, რომლითაც ის ახალი ფილმის,  The End Of The World პარიზულ პრემიერაზე გამოჩნდა. მსახიობი აშკარად მომატებულია წონაში და კაბაც ისეთი აცვია, თითქოს მართლაც ორსულადააა.

ჭორები ამ დრომდე არ დადასტურებულა. ცნობილია, რომ კოტიარს უკვე ჰყავს 5 წლის ვაჟი მარსელი. ოსკაროსან მსახიობს არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი და შვილის ფოტოებსაც იშვიათად აჩენს.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები