LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიაში ჯანდაცვის სამინისტროზე თავდასხმამ იმატა, ჩემზეც ეწერათ და ვიხალისე – დავით სერგეენკო

98

“მედიის ზოგიერთ ნაირსახეობაში თავდასხმებმა იმატა, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროზე” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

“სამედიცინო გადაცდომები ექიმებში ყოველთვის იყო. პირველი, რაც მომდის თავში, ჩვენმა ექიმებმა 90-იანებში გადაიტანეს ძალიან რთული პერიოდი, როცა ნულოვანი ანაზღაურებით და საკუთარი უსაფრთხოების ხარჯზე ეხმარებოდნენ პაციენტებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე პროფესია განსაკუთრებულია.

მართლაც იმატა მედიის ზოგიერთ ნაირსახეობაში თავდასხმებმა მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროზე. ძირითადად არ ვკითხულობ, მაგრამ ამასწინათ ვიხალისე, ჩემზეც ეწერათ რაღაცა. ეს მედიის გადასაწყვეტია, მაგრამ უდანაშაულობის პრეზუმფცია არის ყველა პროფესიისთვის ერთი და იგივე, განსაკუთრებით ექიმისთვის, ვისთვისაც პაციენტის ნდობა უმნიშვნელოვანესია. დაუსაბუთებლად გაკრიტიკებული ან ზოგჯერ სამწუხაროდ, გალანძღული ექიმის დანიშნულება შესაძლოა, პაციენტმა არ შეასრულოს და საკუთარი სიცოცხლე ჩააგდოს საფრთხეში,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები