LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის ინფორმაციით, მანჰეტენზე აფეთქებისას დაკავებულს კიდევ ერთი მოწყობილობა ჰქონდა, რომელიც არ აფეთქდა

69

მანჰეტენზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ნიუ-იორკის პოლიციამ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, ერთადერთი დაშავებული მამაკაცი ამჟამად დაკავებულია.

CBS New York-ის ინფორმაციით, დაკავებულ 20 წლამდე ასაკის მამაკაცს თან ჰქონდა კიდევ ერთი მოწყობილობა, რომელიც არ აფეთქდა.

აშშ-ს პრეზიდენტის პრესმდივნის სარა სანდერსის თქმით, მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა დონალდ ტრამპს, მაგრამ რაიმე გამოხმაურება მისი მხრიდან ჯერ არ ყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები