LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის მტკიცებით, 41 წლის დიანა კრუგერი ორსულობას მალავს (ფოტო)

140

გასულ წელს დიანა კრუგერი „კანის კინოფესტივალის” მთავარი პრიზიორი გახდა, ის ფესტივალის ჟიურიმ საუკეთესო ქალ მსახიობად დაასახელა. ამჯერად 41 წლის ლამაზმანი ფესტივალზე ფილმის Sink Or Swim პრემიერას დაესწრო, სადაც ულამაზესი ცისფერი კაბით გამოჩნდა. ბოლო დროს დიანა კრუგერის უცნაურმა კაბებმა მედია მსახიობის შესაძლო ორსულობაზე აალაპარაკა. მით უმეტეს, რომ კრუგერი უკვე ერთი წელია ნორმან რიდუსს ხვდება და წყვილი ნიუ-იორკში ერთადაც ცხოვრობს.

მედიაში ამტკიცებენ, რომ კრუგერის გამოჩენა განიერი კაბებით იმაზე მიუთითებს, რომ ვარსკვლავი ორსულობის დამალვას ცდილობს. ეს ეჭვები ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა მსახიობი ბერლინში  გერმანული კინოს დღეებს დაესწრო. მოგვიანებით კი Met Gala-ს კოსტიუმირებულ წვეულებაზე მრგვალი ცისფერი მინი-კაბით გამოჩნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები