LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიკამენტებზე ხელმოსაწვდომობის პროგრამის გაფართოება იგეგმება

43

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამ წუთებში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. დღევანდელ შეხვედრაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები საკუთარ ხედვას წარმოადგენენ მედიკამენტებზე ხელმოსაწვდომობის პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით.

პროგრამასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვაზე ისაუბრა კომპანია პსპ-ს წარმომადგენელმა. გიორგი რამიშვილის თქმით, პროგრამა ოთხი მიმართულებით უნდა განვითარდეს.  “უნდა გაფართოვდეს ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებსაც სიმბოლურ ფასად ექნება წვდომა ესენციურ მედიკამენტებზე. უნდა გაფართოვდეს მედიკამენტების ნუსხა და 23 მედიკამენტიდან მისი რაოდენობა გაიზარდოს 50-მდე. ეს უნდა გაკეთდეს დამტკიცებული ბიუჯეტის პირობებში. უნდა შეიქმნას პირობები, რათა მედიკამენტების ფასმა დაიწიოს არა მხოლოდ პროგრამის ბენეფიციარებისთვის, არამედ ბაზარზეც. ამისთვის შესაძლებელია რამდენიმე მეთოდიკის კომბინაცია”,- განაცხადა რამიშვილმა.

დავით სერგეენკოს განცხადებით კი, ფარმაცევტულმა კომპანიებმა აქამდე გამართულ შეხვედრებზე საინტერესო წინადადებები დააფიქსირეს.

“ჩვენ ორი კვირის წინ შევიკრიბეთ და გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ არსებობს რესურსი, რათა ჩვენ ერთობლივი თანამშრომლობის გაღრმავებით შევძლოთ მოსახლეობისათვის ყველაზე აქტუალურ მედიკამენტებზე ხელმოსაწვდომობის გაზრდა. ჩვენ ამ ორი კვირის განმავლობაში უკვე გვქონდა ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები, სადაც ადგილობრივ და საერთაშორისო მწარმოებლებთან განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. იყო ძალიან საინტერესო მოსაზრებები და ერთი მხრივ, მზაობა იმისთვის, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე შესაძლებელი ყოფილიყო გარკვეული ფასდაკლებები, მეორე მხრივ კი, რიგმა მწარმოებელმა გამოთქვა სურვილი იმ მედიკამენტებით დახმარებასთან დაკავშირებით, რომლებსაც თვითონ აწარმოებენ, ასევე დიაგნოსტიკაში, ექიმების მომზადებასა თუ გარკვეული ხელსაწყო აპარატების მიწოდებაში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის უკვე რეალური პარტნიორობა. ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურმა კონსულტაციებმა დაგვანახა, რომ ეს შესაძლებლობები არსებობს”, – განაცხადა სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები