LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედლები ალბანეთიდან: ქართველმა ძალოსნებმა ერთ დღეში 8 მედალი მოიგეს

37

ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე კონტინენტის პირველობის პირველ დღეს საქართველოს 20 და 23 წლამდე ძალოსანთა ნაკრების წევრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი 62 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძე გახდა, რომელმაც 3 ოქროს მედალი დაისაკუთრა. ქუთაისელმა ძალოსანმა ატაცში 143, ხოლო აკვრაში 153 კგ. დაძლია.

ამავე წონით და ასაკობრივ კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონის ტიტული რამინ შამიშვილს ერგო. აჭარელმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 270 კგ. დააფიქსირა.
56 კგ წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძემ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები