LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეეზოვეების ერთი სამუშაო დღე [ვიდეო]

მეეზოვეების სამუშაო დღე მზის ამოსვლამდე, დილის 6 საათზე იწყება. მაშინ, როცა ყველას სძინავს, ისინი ცდილობენ, გაღვიძებულ ქალაქს სუფთა ქუჩები დაახვედრონ.

მეეზოვეები დღის განმავლობაში საერთო ჯამში, დაახლოებით, 1200 ტონა ნარჩენს აგროვებენ. ქალაქის დასუფთავებას, დაახლოებით, 20-22 საათიც კი სჭირდება, ამიტომ ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ინდივიდუალური გრაფიკი და ლოკაცია აქვთ.

თბილისის სისუფთავეზე 3500-მდე მეეზოვე ზრუნავს.

რა სიახლეები იგეგმება „თბილსერვის“ ჯგუფში და მეეზოვეების ისტორიები იხილეთ სიუჟეტში.

 

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/312966302898327/

ავტორები: ნუცა სალუქვაძე, ლერი ზაქაიზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები