LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგა ლიგა: ახალი შანსი ქართული კლუბებისთვის?

61

ბულგარულ ორგანიზაცია “Mega League Foundation”-ს სურს შექმნას ახალი საფეხბურთო ტურნირი, სახელწოდებით “მეგა ლიგა”, გათამაშებაში მონაწილეობა შემდეგი ქვეყნის საფეხბურთო კლუბებმა უნდა მიიღონ: ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, ხორვატია, საბერძნეთი, მაკედონია, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სლოვენია, ისრაელი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. ტურნირის ფორმატით რეიტინგების მიხედვით ორი ლიგა შედგება, პირველ ლიგაში 20 კლუბი იასპარეზებს, რანგით მეორე ლიგაში კი 22, სეზონის შემდეგ ბოლო სამ ადგილზე გასული კლუბები ქვედა დივიზიონში გადაინაცვლებენ, მეორე დივიზიონის ლიდერი კლუბები კი შემდეგი სეზონისთვის ელიტარულ ლიგაში აღზეევდებიან.

ორგანიზატორების განცხადებით ახალი ტურნირი იქნება ძალიან საინტერესო, დაძაბული, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნებში ფეხბურთის მეტად განვითარებას, ინფრასტრუქტურულ სიახლეებს, მათივე განცხადებით ლიგის სატელევიზიო უფლებებით მიღბული შემოსავალი უკვე დათვლილია და ის 200 მილიონ ევროზე მეტი იქნება.

ტურნირის კონცეფციის მიხედვით, ვირტუალურ ცხრილში ჩვენი ქვეყნიდან თბილისის “დინამოა” წარმოდგენილი, დედაქალაქელები ამ მოცემულობით მეორე დივიზიონის წევრები იქნებიან და ზედა ლიგაში გადასასვლელად იბრძოლებენ.

 

ბულგარელების განცხადებით ტურნირის სადებიუტო სეზონი 2019-2010 წლისთვის უნდა გაიმართოს, ჯერჯერობით უცნობია აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ფიფას და უეფას პოზიცია, ასევე ზემოხსენებული ქვეყნების, საფეხბურთო ფედერაციებისა და კლუბების მოსაზრებები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები