LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეგალაინის” მიმდებარედ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 2 პირი დააკავეს

40

დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულია ორი პირი.

მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, დაკავებულები არიან წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული დ.ბ. და 1983 წელს დაბადებული გ.ჭ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დ.ბ.-ს მფლობელობაში არსებულ სასტუმროში 1993 წელს დაბადებული გ.ს. მოტყუებით მიიყვანეს, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ღირსების შემლახველი ფოტოები გადაუღეს, დიდი ოდენობით ფულად თანხას სძალავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრების მოკვლით და ფოტოების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებით დაემუქრნენ,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პოლიციამ ბრალდებულები თბილისში, დიდუბეში, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავა. დ.ბ.-ს კუთვნილი სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან, რომელშიც გ.ჭ. ცხოვრობდა, „ნაგანის“ სისტემის პისტოლეტი, 7 საბრძოლო ვაზნით და საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები