LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი 375 დოლარად შეფასებულ „პატარა შავ კაბაში“ გამოჩნდა (ფოტო)

134

ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ოფიციალური ვიზიტების სერიას აგრძელებენ. ამჯერად მომავალი მეუღლეები სამეფო ავიაციის აკადემიას ესტუმრნენ, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეგიდით მოეწყო. პროექტი ავიაციაში ქალთა როლის გაზრდაზეა ორიენტირებული, ამიტომ მარკლისთვის შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა.

ყველაზე დიდი რეზონანსი კი კვლავ ამერიკელი მსახიობის ჩაცმულობამ გამოიწვია. ამჯერად მეგანიმ არჩევანი „პატარა შავ კაბაზე“ გააკეთა, რომელიც საოცრად ელეგანტურად ჰქონდა შეხამებული Aquazzura-ს ფეხსაცმელთან და Gucci -ს ხელჩანთასთან. თავად კაბა Black Halo Jackie O Dress-ის მოდის სახლს ეკუთვნის და მისი ღირებულება 375 დოლარია.

მედიაში აღნიშნავენ, რომ პრინცი ჰარი დ მეგან მარკლი საოცრად ბედნიერები  ჩანან, რაც ყველა კადრში იგრძნობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები