LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი და პრინც ჰარის ყოფილი შეყვარებული ერთნაირ კაბებში (ფოტო)

284

სიდნეიში ერთ-ერთი ღონისძიების გახსნაზე მეგან მარკლი „ემილია ვიკსტიდის“ შავი ფერის კაბაში გამოჩნდა. 2110 დოლარად შეფასებული ეს კაბა სასექსის ჰერცოგინიას „ფილიპ ტერესის“ შლაპასთან ჰქონდა შეხამებული. საინტერესოა, რომ ეს კაბა ადრე მსახიობ ჯენა კოულმანზე ვიხილეთ, რომელიც 2015 წელს პრინც ჰარის შეყვარებული იყო.

ზუსტად ამ კაბით მსახიობი ჯენა კოულმანი ივნისში, პოლოს ჩემპიონატზე ვიხილეთ. ცხადია მან განსხვავებულ აქსესუარებზე გააკეთა არჩევანი და შლაპის ნაცვალდ კაბას „ლუი ვიტონის“ ჩანთა შეუხამა. განსხვავება კაბებს შორის მხოლოდ ფერშია, მეგანს შავი, ხოლო ჯენას, თეთრი ფერის კაბა ეცვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები