LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი „ჟივენშისა“ და „სტელა მაკარტნის“ კაბებში (ფოტო)

192

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის მსოფლიო ტურნე დასრულდა. მეუღლეებმა საკუთარი ვიზიტის ბოლო დღე ქალაქ როტორუაში გაატარეს, რომელიც თავისი მდიდარი ბუნებით არის ცნობილი. ამ დღეს მეგანმა არჩევანი „სტელა მაკარტნის“ მუქი ლურჯი ფერის კაბაზე გააკეთა, რომელიც ადგილობრივი აქსესუარებით ჰქონდა გაფორმებული. პრინც ჰარისაც და მეგან მარკლისაც ადგილობრივი დიზაინერის, კირა ნატანის ტრადიცული სამკაულები ამშვენებდა.

მოგვიანებით სასექსის ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ კულტურის ცენტრში გადაინაცვლეს, სადაც მათ უამრავი გულშემატკივარი დახვდა. ამ ვიზიტის დროს მეგანს Boh Runga-ს ბრენდის საყურე ეკეთა, რომელიც მას ახალი ზელანდიის პრემიერმა ჯასინდა არდენმა აჩუქა. მალევე მეუღლეები ადგილობრივი ბუნების შესწავლის ცენტრში მივიდნენ, სადაც მეგანი ბრწყინავდა „ჟივენშის“ მელნისფერ პლისირებულ კაბაში. დღე კი პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ტყეში გასეირნებთ დაასრულეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები