მეგან მარკლი ჰარის წვიმისგან იცავს – ემოციური ფოტოები წყვილის ტურნედან

83

ავსტრალიაში ვიზიტის მეორე დღე პრინც ჰარისა და მეგან მარკლისთვის განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. მეუღლეები ქალაქ დაბოში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივი ფერმა მოინახულეს. აქ პრინცმა ჰარიმ შეკრებილ ფერმერებს სიტყვით მიმართა. ყველაზე ემოციური აღმოჩნდა მომენტი, როდესაც სიტყვით გამოსვლისას, ქალაქის მერმა პრინც ჰარის ქოლგა შესთავაზა, რაზეც პრინცმა უარი განაცხადა. მას წვიმისგან მეგან მარკლი იცავდა, რომელსაც მთელი გამოსვლის დროს ქოლგა ხელში ეჭირა. ამის შემდეგ მეუღლეებმა  The Royal Flying Doctor Service-ის ოფისში გადაინაცვლეს. შემდეგ კი ვიქტორიას სახელობის პარკში, სადაც წყვილს უამრავი გულშემატკივარი დახვდა. სასექსიის ჰერცოგი და მისი მეუღლე სიხარულისგან ემოციებს ვერ მალავდნენ.

მეგან მარკლიმ ვიზიტის მეორე დღეს არჩევანი ჯინსის შარვალზე, დაბალქუსლიან ჩექმასა და პიჯაკზე გააკეთა, რომელიც თეთრი ფერის ბლუზთან ჰქონდა შეხამებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები