LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი „ჰუგო ბოსის“ ტყავის ქვედაბოლოში (ფოტო)

327

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის პირველი ოფიციალური ტურნე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მალე დაიწყება. იქამდე კი სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია სასექსში ჩავიდნენ. შეკრებილი საზოგადოების წინაშე მეუღლები ერთად გამოჩნდნენ. მეგან მარკლიმ ამჯერად არჩევანი „ჰუგო ბოსის“ ტყავის მწვანე ქვედაბოლოზე გააკეთა, რომელიც თხელ ბლუზთან და თეთრ პალტოსთან ჰქონდა შეხამებული. რაც შეეხება ჰარის, ის ღია ნაცრისფერ კლასიკური პიჯაკში იყო გამოწყობილი.

ცნობილია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სასექსში ჩიჩესტერის ტექნოპარკს გახსნიან. ასევე ეწვევიან სამეფო პავიოლიონსა და Peacehaven-ის ახალგაზრდულ ცენტრს, რომელიც აღმოსავლეთ სასექსში მდებარეობს. ასევე იგეგმება მეგან მარკლის ვიზიტი ქალთა ცენტრში, სადაც ის ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეხვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები