LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი „მარკს & სპენსერის“ ბლუზსა და „ბარბერის“ შარვალში (ფოტო)

53

ნიცაში გატარებული საშობაო არდადეგების შემდეგ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ოფიციალურ სამუშაო გრაფიკს დაუბრუნდნენ. მომავალი მეუღლეები ამჯერად ბრიკსტონში ადგილობრივ რადიოსადგურს ესტუმრნენ და მის საქმიანობას გაეცნენ. სამეფო წყვილი დეტალურად დაინტერესდა რადიოსადგურში შემეცნებითი გადაცემებით, რომელიც მოზარდთა პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული.

მეგან მარკლი მედიასთან ამჯერადაც კლასიკურ ანსამბლში გამოჩნდა. მას თეთრი ფერის Smythe Brando-ს პალტო ეცვა, რომელიც ამავე ფერის Jigsaw-ს კაშნესთან ჰქონდა შეხამებული. მარკლიმ არჩევანი  „მარკს & სპენსერის“ შავ ბლუზსა და  „ბარბერის“ შარვალზე გააკეთა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები