LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი „მიშა ნონოს“ პლისირებულ შავ კაბასა და „სმიტის“ ლურჯ პალტოში (ფოტო)

273

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მეგან მარკლი ახალი წიგნის გამოცემას გეგმავს. Together: Our Community Cookbook ასე ქვია ახალ კულინარიულ წიგნს, სადაც სასექსის ჰერცოგინია მკითხველს აღმოსავლური სამზარეულოს კერძებს გააცნობს. წიგნის თანაავტორი Hubb Community Kitchen-ის საზოგადოებაა, რომელთან ერთადაც მეგან მარკლიმ საქველმოქმედო წვეულებაში მიიღო მონაწილეობა.

პრინცი ჰარი, მეგან მარკლი და დორია რაგლანდი საქველმოქმედო საღამოზე ერთად მივიდნენ. საინტერესოა, რომ მეგან მარკლის დედა ამ ღონისძიებისთვის ლოს-ანჯელესიდან ლონდონში სპეცილურად ჩამოფრინდა. ამ დღეს მეგან მარკლი შეუდარებელი იყო ამერიკული ბრენდის, „მიშა ნონოს“ პლისირებულ შავ კაბაში. ანსამბლს კი მარკლიმ „სმიტის“ ლურჯი პალტო შეუხამა. ამ დღეს მეგან მარკლიმ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და Hubb Community Kitchen-ის წარმომადგენლებთან ერთად სადილიც მოამზადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები