LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი პიპა მიდლტონის ქორწილს პრინც ჰარისთან ერთად დაესწრება

219

20 მაისს ქეით მიდლტონის უმცროსი დის, პიპა მიდლტონის გრანდიოზული ქორწილი გაიმართება, რომლისთვისაც მზადება დაახლოებით ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობს. აქამდე ცნობილი იყო, რომ ცერემონიაზე პრინცი ჰარი თავისი რჩეულის, მეგან მარკლის გარეშე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ამჯერად ინფორმაცია შეიცვალა და მეგანი საპატიო სტუმრების სიაშია.

შეგახსენებთ, რომ ქეითის 33 წლის დას ხელი და გული თავისმა ბოიფრენდმა, ბიზნესმენმა ჯეიმს მეთიუზმა გასულ ზაფხულში სთხოვა.

მეგანი და ჰარი საქორწინო ცერემონიას ერთად უკვე მეორედ დაესწრებიან. რამდენიმე თვის წინ, ისინი ჰარის მეგობრის ქორწილში, კუნძულ იამაიკაზე იმყოფებოდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები