LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი პრინც ჰარისთან ერთად სპორტულ ტურნირს დაესწრო

94

მეგან მარკლი პრინც ჰარის მხარდასაჭერად სპორტულ ტურნირს დაესწრო. მსახიობმა ყველანაირი საქმე გადადო, რათა თავისი რჩეულის გვერდით ყოფილიყო. სამეფო ოჯახის წარმომადგენელი The Audi Polo Challenge-ში იღებდა მონაწილეობას. ფოტოგრაფებს არ გამოპარვიათ, რომ შეჯიბრის დროს ჰარიმ რამდენჯერმე გაიხედა აივნისკენ, საიდანაც მას  საყვარელი ქალი გულშემატკივრობდა და მისთვის გასაგები სიგნალი მისცა.

მომდევნო ოფიციალური ღონისძიება, როდესაც მეგანი და ჰარი ერთად გამოჩნდებიან, პიპა მიდლტონის ქორწილი იქნება. თავდაპირველად კემბრიჯის ჰერცოგინიას დას არ უნდოდა პრინცის რჩეულის დაპატიჟება, თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, მან თანხმობა განაცხადა.

ღონისძიების ბოლოს პაპარაცებმა წყვილი ერთად დააფიქსირეს. ჰარიმ და მეგანმა ადგილი ჩახუტებულებმა დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები