LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი ქოლგით ხელში ჰარის წვიმისგან იცავს – სერია II (ფოტო)

53

პრინცი ჰარისა და მეგანა მარკლის ავსტრალიური ტურნე დასასრულს უახლოვდება. ამჯერად მეუღლეები ახალ ზელანდიაში იმყოფებიან, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის „იმედის ხმის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. ეს ორგანიზაცია დეპრესიაში მყოფ ახალგაზრდებს ეხმარება. მოგვიანებთ კი მეუღლეებმა ნაციონალურ პარკში გადაინცვლეს, სადაც ხელჩაკიდებულებმა ტყის პირას და პლაჟზე გაისეირნეს.

განსაკუთრებულად ემოციური იყო სასექსის ჰერცოგისა და მისი მეუღლის პლაჟზე გასეირნება. ფოტოებიდან ჩანს, რომ მეუღლეები წვიმიან ამინდში ქოლგით ხელში სეირნობენ, ერთ-ერთ კადრში კი ჰარისთვის ქოლგა კვლავ მეგან მარკლის უჭირავს და მას წვიმისგან იცავს. წვიმიან ამინდში ჰარი და მეგანი სპორტულ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები