LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი სამეფო ოჯახის ეტიკეტით: „გუჩის“ შლაპა და სამკერდე ბროში (ფოტო)

482

ბოლო დღეებში ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მედიის ყურადღების ცენტრშია. ერთი მხრივ საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის მესამე ვაჟის დაბადების ამბებს. მეორე მხრივ კი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ყოველ ახალ გამოჩენას.

ამჯერად მომავალი მეუღლეები ველინგტონის არკასთან, ანზაკის ნაციონალურ დღესასწაულს შეუერთდნენ. ღონისძიება ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაციონალური დღესასწაულია და ის პირველი მსოფლიო ომის დრო დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.

მეგან მარკლი სპეციალურად ამ დღისთვის მიძღვნილ წირვას დაესწრო, სადაც ის სამეფო ოჯახის ეტიკეტისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობით გამოჩნდა. ამერიკელ მსახიობს ნაცრისფერი გრძელი პალტო „გუჩის“ შლაპასთან და „სარა ფლინტის” მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. პალტოზე კი ომის დაღუპულთა პატივსაცემად სპეციალური სამკერდე ბროში ჰქონდა დატანილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები