მეგან მარკლიმ ელისაბედ II გაიცნო

297

პრინცმა ჰარიმ ბებიას, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს თავისი რჩეული, მეგან მარკლი გააცნო.

მაშინ, როდესაც ქეით მიდლტონს ამ საპატიო მომენტამდე ხუთი წელი დასჭირდა, მარკლიმ იცოდა, რომ სასახლის ზღურბლს წლის ბოლომდე გადაკვეთავდა. ინსაიდერის ცნობით, შეხვედრა გასულ უქმეებზე, ოჯახური ვახშმის დროს შედგა და ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.

ცნობილია, რომ ჰარის რჩეულს უკვე იცნობენ კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია, ასევე პრინცის მამა, ჩარლზი და დედინაცვალი – კამილა პარკერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები