LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლიმ ფეხის ფეხზე გადადებით პროტოკოლი ისევ დაარღვია (ფოტო)

278

36 წლის მეგან მარკლი უდაოდ შევა ისტორიაში, როგორც სამეფო ოჯახის წევრი, რომელმაც სამეფო ეტიკეტი არაერთხელ დაარღვია. ბუკინგემის სასახლეში გამართულ მიღებაზე პრინცი ჰარის მეუღლემ ფეხი ფეხზე გადაიდო, რაც სამეფო ოჯახის პროტოკოლით მიუღებელია. ამ  დრომდე ელისაბედ მეორეს და ოჯახის სხვა წევრებს ეს ეტიკეტი არასოდეს დაურღვევიათ. თუ არ ჩავთვლით პრინცესა დაიანას, რომელსაც ასევე ხშირად ავიწყდებოდა წესები.

სამაგიეროდ ახალგაზრდა ლიდერებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელსაც დედოფალი ელისაბედი და პრინცი ჰარიც ესწრებოდნენ, მეგან მარკლი შეუდარებლად გამოიყურებოდა.  მას პრადას ვარდისფერი ორეული შავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან და ამავე ფერის კლატჩთან ჰქონდა შეხამებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები