LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლიმ შობის დღესასწაულისთვის პრინც ჰარის ლონდონში ჩააკითხა (ფოტო)

106

სანამ ბრიტანეთის სამეფო ოჯახი დედოფალ ელისაბედისა და პრინცი ფილიპის ქორწინების 70 წლის იუბილეს აღნიშნავს, მედია აქტიურად აშუქებს მეგან მარკლის ყველა ნაბიჯს. ცნობილია, რომ პრინცი ჰარის ახალმა რჩეულმა ამჯერად შეყვარებულს ლონდონში ჩააკითხა, სადაც წყვილი შობის დღესასწაულის აღნიშვნას აპირებს. მეგანი პაპარაცებმა ლონდონის ქუჩებში საშობაო შოპინგის დროს დააფიქსირეს. მსახიობი სპორტულ–კლასიკურ სტილში გამოწყობილი ვიხილეთ. მარკლის სპორტული ქურთუკი შავ კლასიკურ შარვალთან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.

ამბობენ,  რომ მას სერიალ Suits-ის ბოლო სეზონის გადაღებების დასრულების შემდეგ მეგან მარკლი საცხოვრებლად ლონდონში გადადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები