LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლიმ ყოფილ ქმარს ბავშვის ძიძისა და დიეტოლოგის ხარჯების დაფარვა აიძულა

128

ცნობილი ხდება, რომ მეგან მარკლიმ ყოფილ ქმარს, ტრევოლ ენგელსონს ქორწინებისას კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც ბავშვის გაჩენის შემდეგ, მთელ რიგ ვალდებულებებს ითვალისწინებდა. როგორც ენგელსონის უახლოესი მეგობარი „დეილი მეილს“ უყვება, მარკლიმ მკაცრად მოსთხოვა ენგელსონს, კონტრაქტზე ხელი მოეწერა. იურიდიული დოკუმენტის მიხედვით, მეგან მარკლს შვილის გაჩენის შემდეგ მეუღლე სრულ კომფორტს შესთავაზებდა. ეს კი ძიძის ხარჯებსა და პირადი დიეტოლოგის მომსახურებას ითვალისწინებდა.

მეგობარმა განმარტა, რომ მეგანმა ეს გადაწვეტილება კარიერის გამო მიიღო. მსახიობს სურდა, მშობიარობის შემდგომ მალე ჩამდგარიყო ფორმაში და ფილმის გადაღებებს დაბრუნებოდა. ამდენად კონტრაქტის აუცილებლობაც ამ ფაქტმა განაპირობა. ამასთან, მსგავსი კონტრაქტები ამერიკაში უფრო პოპულარულია და მას ხშირი ხასიათი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები