LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის ახალი კაბა პრინცესა დაიანას კაბის ასლია (ფოტო)

277

უქმეებზე პრინცი ჰარი და მეგან მარკლი  ლინკოლნშირში, პრინცესა დაიანას დისშვილის, სესილია მაკორდეილისა და მისი რჩეულის, ჯორჯ ვუდჰაუსის ქორწილში იმყოფებოდნენ. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა მეგან მარკლი. მეგანმა ამ დღეს არჩევანი ოსკალ დე ლა რენტას თეთრი–ცისფერ კაბაზე გააკეთა, რომელიც თეთრ ბაფთასთან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.

უკვე დღეს მედიაში აქტიურად დაიწყეს მეგან მარკლის კაბაზე საუბარი. აღმოჩნდა, რომ სასექსის ჰერცოგინიას მიერ შერჩეული ოსკალ დე ლა რენტას ყვავილებიანი კაბა პრინცესა დაიანას კაბის ანალოგია, რომელიც მას 1986 წელს საუდის არაბეთში ვიზიტის დროს ეცვა.

მედიაში წერენ, რომ მეგან მარკლისთვის პრინცესა დაიანას სტილი შთაგონების წყაროა. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა პრინცის მეუღლეს უელსის პრინცესის მსგავსი სამოსით ვხედავთ. დედოფლის იუბილეზე მას სწორედ ისეთი კაბა ეცვა, რომლის მსაგავსიც დაიანას  1987 წელს ბერლინის ოპერის თეატრში ეცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები