LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის და კენსინგტონის სასახლიდან გამოაგდეს (ფოტო)

86

მეგან მარკლის და, სამანტა გრანტი ყველა გზით ცდილობს სასექსის ჰერცოგინიასთან შერიგებას. ცოტა ხნის წინ მან სატელევიზო ეთერით ბოდიში მოუხადა მეგან მარკლისა და სამეფო ოჯახს აქამდე გაკეთებული სკანდალური განცხადებების გამო. ამჯერად კი სამანტა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს ატარებს, თავად ეწვია დას კენსინგტონის სასახლეში. ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, როგოც ცდილობს სამანტა გრანტი ეტლით კენსინგტონის სასახლეში შესვლას. დაცვა კი მას უარს ეუბნება და ტერიტორიიდან აძევებს. საბოლოო ჯამში 55 წლის სამანტა გრანტმა ტერიტორია დატოვა. ის ლონდონში სპეციალურად ჩამოვიდა, რათა დასთან ურთიერთობა დაერეგულირებინა.

ამავე დღეს ფოტოგრაფებმა სამანტა გრანტი მაღაზიასთანაც გადაიღეს, სადაც მან პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ფოტოები შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ სამეფო ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე სამანტამ „ტვიტერზე“ საჯარო პოსტი დაწერა, სადაც მეგან მარკლი გააკრიტიკა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები