LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის ემოციებით სავსე ვიზიტი ედინბურგში (ფოტო)

79

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილამდე სულ ცოტა დრო რჩება. იქამდე კი შეყვარებულები ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოგზაურობას განაგრძობენ. ამჯერად ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე და ამერიკელი მსახიობი შოტლადნიის ქალაქ ედინბურგს ესტუმრნენ, სადაც ხალხს ადგილობრივი დღესასწაული Pancake Day მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში სამეფო წყვილი სოციალური ორგანიზაციის, Social Bite-ის დამფუძნებლებს შეხვდა. ეს ორგანიზაცია წლებია უსახლკაროთა პრობლემებზე მუშაობს.

კომპანიის ხელმძღვანელთან, ალის ტომპსონთან შეხვედრა მეგან მარკლისთვის განსაკუთრებულად ემოციური გამოდგა. პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ედინბურგში უამრავი გულშემატკივარი დროშებით ხელში ხვდებოდა. წყვილი განსაკუთრებით პატარა გულშემატკივრების გამოჩენამ გაახარა. მოგვიანებით შეყვარებულებმა სოციალური მომსახურების ცენტრში გადაინაცვლეს.

საინტერესოა, რომ მეგან მარკლი კუბოკრულ პალტოში იყო გამოწყობილი და ასევე, Veronica Beard-ის კლასიკური შავი შარვალი ეცვა. მეგან მარკლისთვის ედინბურგში ვიზიტი განსაკუთრებულად ემოციური იყო და ეს ყველა ფოტოზე იგრძნობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები