LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის გარდერობი ავსტრალიურ ტურნეში 169 ათასი დოლარი დაჯდა (ფოტო)

88

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ავსტრალიური ტურნე დასრულდა. მედია დღეს ცდილობს დათვალოს, რამდენი დაუჯდა სამეფო ოჯახს მეგან მარკლის გარდერობი 16 დღიანი ავსტრალიური ტურნეს დროს. ყოველდღე ჩვენ სასექსის ჰერცოგინიას სხვადასხვა ბრენდის სამოსში ვხედავდით, დაწყებული A კლასის ბრენდებიდან, დამთავრებული საშუალო კლასის, მათ შორის მეგობარი დიზაინერების სამოსით. განსაკუთრებულად მოკრძალებული გამოდგა ვიზიტის პირველი დღე, სადაც მეგანმა საშუალო კლასის ბრენდებზე გააკეთა არჩევანი და ყველაზე ძვირი კაბა „კარენ ჯის“ ეკუთვნოდა, რომლის ღირებულებაც 1800 დოლარია.

მეორე დღეს მარკლი სერენა უილიამსის ბრენდის 145 დოლარიან პიჯაკში ვიხილეთ, სამაგიეროდ ანსამბლს ძვირფასი სამკაულები ამშვენებდა. მესამე დღეს კი მარკლი „მარტინ გრანტის“ 1690 დოლარიანი პალტო და „შაუნ ლის“ 1277 დოლარიანი სამაჯურით ვიხილეთ, ანსამბლს კი „გუჩის“ 1200 დოლარიანი კლატჩი ასრულებდა.

ზოგადად, ავსტრალიური ტურნეს დროს მარკლის გარდერობში ნაკლები იყო ბრიტანული ბრენდები, სასექსის ჰერცოგინიამ პატივი ადგილობრივ დიზაინერებს მიაგო და მათი სამოსიც წარმოადგინა. ყველას დაამახსოვრდა ვიზიტის მეოთხე დღე, მარკლი „როკსანდას“ 1850 დოლარინი კაბა და „ბირკსის“ 2595 დოლარიანი სამაჯური. შემდეგ დღეებში ის „ემილია ვიკსტიდის“, „სტელა მაკარტნის“, „ზიმერმანის“, „ვერონიკა ბერდისა“ და „ოსკარ დე ლა რენტას“ კაბებში ვიხილეთ. ჯამში მეგან მარკლის გარდერობი 16 დღიან ტურნეში 130000 ფუნტი სტერლინგი ანუ 169 373 დოლარი დაჯდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები