LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის კაბაზე იარლიყის მოხსნა დაავიწყდა (ფოტო)

254

ფიჯიზე, კაიბუს კურორტზე ვიზიტის შემდეგ, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ტონგაში ჩაფრინდნენ. აეროპორტში მოწყობილ წითელ ხალიჩაზე ორსული მარკლი ულამაზესი წითელი კაბით გამოჩნდა. Self Portrait-ის კაბა ორნამენტებით, ქამრითა და პლისირებული ქვედაბოლოთი იყო გაწყობილი. ყველაზე უცნაური კი ერთი დეტალი აღმოჩნდა. მეგანს კაბიდან ფასის მოხსნა დაავიწყდა, რაც ეგრევე მოხვდა ფოტოგრაფების ობიექტივში. კაბა საშუალო კლასის ბრენდისაა და ის 400 ფუნტი სტერლინგი ღირს.

ანსამბლს მეგანმა “მანოლო ბლანიკის“ ნაცრისფერი ფეხსაცმელი და „დიორის“ კლატჩი შეუხამა. წითელი ფერი კი სასექსის ჰერცოგიანიამ საგანგებოდ შეარჩია, რადგან ის სახელმწიფო დროშის ფერია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები