LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის მამამ დაბადების დღე „მაკდონალდში“ ეულად აღნიშნა (ფოტო)

63

მეგან მარკლის მამამ, ტომას მარკლიმ დაბადების დღე ეულად აღნიშნა. 74 წლის მარკლი ფოტოგრაფებმა „მაკდონალდში“ მაშინ გადაიღეს, როდესაც ის 74 წლის იუბილეზე “ჰეპი მილს” ყიდულობდა. ჯინსებსა და მაისურში გამოწყობილმა ტომას მარკლიმ რესტორანი მარტომ დატოვა. ამავე დღეს ის ელექტრონულ მაღაზიასთან გადაიღეს, სადაც შენაძენის გაკეთების შედმეგ, მანქანისკენ გაეშურა.

ბოლო დროს მედიაში ბევრს წერენ მეგან მარკლის მამისა და სამეფო ოჯახის დაპირისპირებაზე. ურთიერთობა ოჯახებს შორის მას შემდეგ დიძაბა, რაც ტომას მარკლიმ ინტერვიუში დედოფალი ელისაბედი დონალდ ტრამპის მიმართ შემწყნარებლურ პოლიტიკაში დაადანაშაულა. მან ასევე პრინც ჰარისთან საუბრის დეტალებზეც ისაუბრა, როცა ჰარი ტომას მარკლის პრეზიდენტისთვის კიდევ  ერთი შანსის მიცემას ითხოვდა. აქვე ცნობილი ხდება, რომ მეგან მარკლი მალე ამერიკაში გამგზავრებას, ოჯახის წევრებისა და მეგობრების მონახულებას გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები