LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის მამამ საჯაროდ მოიხადა ბოდიში

61

როგორც ჩანს, „ომი“ მეგან მარკლისა და მის მამას შორის დასასრულს უახლოვდება. მართალია, ტომას მარკლი დიდხანს ართობდა პრესას ინტერვიუებით, რომლებშიც ნეგატიურად მოიხსენიებდა როგორც სამეფო ოჯახს, ისე საკუთარ შვილს, მაგრამ ახლა საკუთარ დანაშაულს აღიარებს და მეგანთან ერთად მის მეუღლესაც უხდის ბოდიშს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ტომასმა აღნიშნა, რომ მართალია, პირადად არასდროს შეხვედრია პრინც ჰარის, მაგარმ ტელეფონით გასაუბრება მაინც მოახერხა, როცა ჰარიმ თავად დაურეკა და ჟურნალისტებთან ქცევის ეტიკეტი აუხსნა: „მითხრა, რომ პრესასთან საქმე არ დამეჭირა, რადგან აუცილებალდ ცოცხლად შემჭამდნენ და მართალი აღმოჩნდა“.

როგორც ჩანს, სასექსის ჰერცოგინას მამამ არაფრად ჩააგდო სიძის რჩევა, მეტიც გულახდილად მოუთხრო ჟურნალისტებს საკუთარ ტრაგიკულ ბედზე, უგულო ქალიშვილზე, სასტიკ სამეფო ოჯახზე და იწვნია კიდეც, „გაღიზიანებულმა ჰარის ვუთხარი, ალბათ უკეთესი იქნება მოვკდე და არც თქვენ გაგიჭერდებათ დამწუხრებულად მოაჩვენოთ პუბლიკას თავი-მეთქი. ვიცი, ასეთი უხეში არ უნდა ვყოფილიყავი და ახლა ძალიან ვნანობ“, – აღნიშნა მისტერ მარკლიმ და დამატა, რომ ძალიან განიცდის რადგან ფოტოების გარშემო ატეხილი სკანდალის გამო ვერ დაესწრო ქალიშვილის ქორწილს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები