LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის პირველი ქორწილის უცნობი ფოტოები

78

პრინცი ჰარის რჩეული მეგან მარკლი აქტიურად ემზადება ქორწილისთვის, რომელიც 2018 წლის მაისში გაიმართება. ინტერნეტში კი აქტიურად განიხილება მეგან მარკლის პირადი ცხოვრება, მათ შორის მისი პირველი ქორწინება. ცნობილია, რომ „ფორს-მაჟორის“ ვარსკვლავი პროდიუსერ ტრევორ ენგელსონზე 2011—2012 წლებში იყო დაქორწინებული. წყვილის ურთიერთობა 2004 წელს დაიწყო და მათ მხოლოდ ექვს წლიანი თანაცხოვრების შემდეგ იქორწინეს.

ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები საქორწილო ცერემონიიდან, რომელიც იამაიკაზეა გადაღებული. მეგან მარკლიმ და ტრევორ ენგელსონმა ქორწილი უახლოესი მეგობრების გარეცმოვაში გადაიხადეს. ჩანს, რომ პირველ საქორწილო ცერემონიაზე, მეგანს სადა თეთრი კაბა აცვია და თავს საოცრად ბედნიერად გრძნობს. მისი მეჯვარე მარკლის უახლოესი მეგობარი ნინაკი პრიდია, რომელთანაც მსახიობი ბავშვობიდან მეგობრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები