LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის საქორწილო კაბას თურქი დიზაინერი შექმნის

396

ცნობილი ხდება, რომ მეგან მარკლის საქორწილო კაბას Erdem-ის მოდის სახლი შექმნის. დიზაინერმა ერდემ მორალიოგლუმ კაბაზე მუშაობა უკვე დაიწყო, ინფორმაციას ინსაიდერებზე დაყრდნობით ერთდროულად რამდენიმე გამოცემა ავრცელებს.

Erdem-ის მოდის სახლი დიდი პოპულარობით სარგებლოს მთელს მსოფლიოში, მათ შორის ბრიტანეთის სამეფო ოჯახშიც, რადგან ქეით მიდლტონი ამ ბრენდის სამოსში არა ერთხელ ვიხილეთ.

ერდემ მორალიოგლუმ სახელობითი მოდის სახლი 2005 წელს გახსნა, იქამდე კი ვივიენ ვესტვუდთან და დაიან ფონ ფურშტენბერგთან მუშაობდა. ერდემ მორალიოგლუ წარმოშობით თურქეთიდან გახლავთ, დიზაინერს ბრიტანელი დედა ჰყავს, ამდენად ცხოვრების დიდი ნაწილი ბრიტანეთსა და ამერიკაში აქვს გატარებული. ის უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მისი სამოსის მომხმარებლები ქეით ბლანშეტი, ალისია ვიკანდერი, კირა ნაიტლი, მარიონ კოტიარი, ემა სთოუნი და სხვა ვარსკვლავები არიან. თავად მეგან მარკლიც ხშირად ირჩევს Erdem-ის მიერ შექმნილ კაბებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები