LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის საქორწილო კაბის დიზაინი ჯენიფერ ლოპესს მოპარეს?

515

მეგან მარკლის კლასიკურმა კაბამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თავად „ჟივენშის“ მოდის სახლის დიზაინერი კლერ უეიტ კელერი ამბობს, რომ საქორწილო ანსამბლის მთავარი დეტალი 5 მეტრიანი ფატაა, რომელიც დედოფალ მერის ტიარას მოარგეს. კაბას უკვე გამოუჩნდა ანალოგი, რადგან დასავლურ მედიაში ამტკიცებენ, რომ დიზაინერმა ის ცნობილი ფილმიდან „ქორწილის ორგანიზატორი“ მოიპარა. კინოსურათში ჯენიფერ ლოეპესის გმირს საქორწილო კაბა აცვია, რომელიც ერთი ერთში ჰგავს მეგან მარკლის კაბას.

ფილმი „ქორწილის ორგანიზატორი“ 2001 წელსაა გადაღებული და უცნობია, ვინ შექმნა საქორწილო კაბა ჯენიფერ ლოპესის გმირისთვის. ფაქტია, რიმ მისი ღირებულება მეგან მარკლის კაბაზე საგრძნობლად დაბალია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები