LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი

126

მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ ინფორმაციას ქარდავას ქართველი ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილმა, უკრაინელ ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ველიჯანაშვილმა აღნიშნა, მეგის ქარდავა უკრაინის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე ვერ გამოცხადდა, რის მიზეზადაც მისმა ადვოკატმა სწორედ ქარდავასთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებები დაასახელა.

„პროცესზე უკრაინელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მეგის ქარდავა არის ნაცემი. კერძოდ აღნიშნა, რომ მას დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე გაუსწორდნენ და აღენიშნება დაზიანებები სახის არეში. დაზუსტებით ამ ეტაპზე არ იციან, თუ ვინ სცემა. მეგის ქარდავა პროცესზე ვერ მივიდა და ციხიდან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ჩაერთო. მას სასამართლოზე ჩართვისას უთქვამს, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება,“ – განაცხადა ველიჯანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები