LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგობრებო, მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე – კალაძე

71

მეგობრებო, მეტრო გაიხსნება თუ არ გაიხსნება ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და ვიღებთ ჩვენ, დედაქლაქოს მთავრობა – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მეტრო იმუშავებს როგორც 3 მაისს, ასევე ნებისმიერ დღეებში და მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას.

„მეტროს მემანქანეებთან მერიაში არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც დეტალურად განვუმარტეთ რეალობა და ეკონომიკური ვითარება. კარგად იქნა მათთვის ახსნილი რომ შეუძლებელია იმის დაკმაყოფილება, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ. ჩემთვის, ისევე როგორც, თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, შრომა რასაც ეს ადამიანები  ეწევიან. პატივს ვცემ თთოეულ ადამიანს, ვინც, ამ მიმართულებით მუშაობს. თუმცა, ის დამოკიდებულება და ის მიდგომები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ სრულად მიუღებელია. სრულად მიუღებელია, ასევე რომ ეს ადამიანები და კონკრეტულად პროფესიული კავშირის წევრები საუბრობენ სატრანსპორტო კომპანიისა და მუნიციპალიტეტის სახელით და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან მოსახლებას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები