LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგრული ჩაი ჩინეთში 300 დოლარი ღირს

352

1 კილოგრამი მეგრული ჩაი ჩინეთში 300 დოლარი ღირს. წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე წარმატებით იყიდება. ჩაის კომპანია ”ლაზი” აწარმოებას, რომელშიც ჩინელმა ინვესტორებმა საწყის ეტაპზე 80 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

არსებული ინფორმაციით, ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია. საქართველოდან გაგზავნილი პირველი პარტია 80 და 100 დოლარად გაიყიდა, მეორე პარტიის ხარისხი და დამზადების ტექნოლოგია კი გაუმჯობესდა და ამ დროისთვის 1 კილოგრამი მეგრული ჩაის ფასი ჩინეთში 300 დოლარია.

სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის ცნობით, ქართულ-ჩინურ საწარმოში მწვანე და შავი ჩაი იწარმოება. წარმოება ჩინური ტექნოლოგიით ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები