LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხანძრე-მაშველებს პენსია დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით დაენიშნებათ

116

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე გადის ინივიატივა, რომლის მიხედვითაც, მეხანძრე-მაშველებს პენსია დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით დაენიშნებათ. ინფორმაციას 2030 ავრცელებს.

ბათუმში დღეს მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე აღნიშნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული დღე საქართველოში პირველად აღინიშნა და ტრადიციული გახდება.

პროფესიული დღის აღნიშვნის ცერემონია ბათუმში, ანბანის კოშკთან გაიმართა. წარმოდგენილი იყო, როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ტექნიკა და სპეცაღჭურვილობა.

მაშველებს და მეხანძრეებს სიგელები და მედლები გადაეცათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები