LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხანძრეებმა ტყეები სპეციალურად დაწვეს

111

სიცილიელი მეხანძრეები ტყეებს პრემიების მისაღებად წვავდნენ. იტალიაში დააკავეს მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც ხანძარს ძალით აჩენდნენ და შემდეგ მის ჩაქრობაზეც თავადვე ზრუნავდნენ. ახალგაზრდები ძირითადად სიცილიის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ და მთლიანობაში რამდენიმე ტყის გადაწვა მოასწრეს. დამნაშავეები ამ ყველაფერს ჯილდოს მისაღებად აკეთებდნენ. საქმე ისაა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობის მიღება გმირობად მიიჩნევა და ერთ საათიანი მუშაობა 10 ევროთი ანაზღაურდება. შესაბამისად, მოხალისე მეხანძრეებმა სოლიდური თანხის გამომუშავება მოასწრეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები