LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხუთე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

22

რუსთავში უბედური შემთხვევა მოხდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 3 წლის გოგონა გადმოვარდა. 

ბავშვი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას რეანიმაციული პროცედურები ჩაუტარდა, თუმცა დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ბავშვი გარდაიცვალა.

ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები