LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანი ბრაუნმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Spice Girls პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილზე იმღერებს

181

ცოტა ხნის წინ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯგუფი Spice Girls პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში იმღერებს. ამჯერად კი ეს ინფორმაცია პოპულარული გოგონების ჯგუფის წევრმა, მელანი ბიმ დაადასტურა. მუსიკოსმა ამ თემაზე ერთ-ერთი ამერიკული ტელეშოუს ეთერში ისაუბრა.

მელანი ბრაუნი აცხადებს, რომ ჯგუფის ყველა წევრმა მაისში დაგეგმილი ქორწილის მოსაწვევი უკვე მიიღო და ისინი 17 წლის პაუზის შემდეგ ერთად სწორედ სამეფო ქორწილში იმღერებენ. ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, გადაცემის წამყვანებმა მელანი ბის დამატებითი დეტალების მოყოლა სთხოვეს, მაგრამ მომღერალმა თქვა, რომ ეს ძალიან პირადულია. ცნობილია, რომ პრინცი ჰარი ბავშვობიდან ჯგუფის დიდი თაყვანისმცემელია. ის Spice Girls-ის კონცერტს 1997 წელს პრინც ჩარლზთან ერთად ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის გაერთიანების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად თებერვლის დასაწყისში დადასტურდა. ცნობილი გახდა, რომ Spice Girls-ის გოგონები სრული შემადგენლობით ტურნეს ზაფხულიდან დაიწყებენ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები