LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია თეთრ სახლში გადავიდა, ნიუ-იორკელები გადაწყვეტილებით ბედნიერები არიან

43

მელანია ტრამპი შვილთან, ბერონთან ერთად თეთრ სახლში გადავიდა, სადაც მისი ქმარი, დონალდ ტრამპი უკვე ხუთი თვეა ცხოვრობს.

ამ დროის განმავლობაში მელანია 11 წლის შვილთან ერთად ნიუ-იორკში იმყოფებოდა და ბერონის სასწავლო წლის დასრულებას ელოდებოდა.

გადაწყვეტილება ბევრმა უჩვეულოდ მიიჩნია, რადგან ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პირველი ლედი ინაუგურაციის შემდეგ თეთრ სახლში არ დარჩა.

მისი წინამორბედი, მიშელ ობამა უფრო ადრეც კი გადასახლდა თეთრ სახლში, რათა შვილებისთვის ახალი სკოლა შეერჩია.

როგორც ჩანს, მელანია ახალი საცხოვრებელი ადგილით კმაყოფილია, მან თეთრი სახლის ფოტოები სოციალურ ქსელებშიც გააზიარა.

 

პრეზიდენტის ოჯახის წევრების ვაშინგტონში გადასვლით კმაყოფილები არიან ნიუ-იორკელებიც, რადგან მელანიასა და ბერონის დაცვისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა. ამასთან, პირველი ლედისა და მისი შვილის გადაადგილების დროს მუდმივად იქმნებოდა საცობები.