მელანია ტრამპი 10 ათას დოლარიანი „ჰერმესის“ ჩანთით (ფოტო)

210

სანამ დონალდ ტრამპი ევროპული ტურნეს ფარგლებში პოლიტიკურ შეხვედრებს მართავს, მელანია ტრამპი მსოფლიო მოდის კირიტიკოსების გაოცებას განაგრძობს. ამჯერად ამერიკის პირველი ლედი მეუღლესთან ერთად ჰელსინკში იმყოფება, სადაც ფოტოგარფების წინაშე მორიგი ბრენდის სამოსით წარსდგა. 28 გრადუსი სიცხის მიუხედავად მელანიამ არჩევანი ღია ცისფერ პალტოზე გააკეთა, რომელიც ამერიკელ დიზაინერს, კეტი ბრირილს ეკუთვნის. პირველად ევროპული ტურნეს დროს ის ტყავის შარვალში ვიხილეთ, რომელიც „რალფ ლაურენის” კოლექციიდან იყო შერჩეული და ანსამბლს „კრისტიან ლაბუტინის” ფეხსაცმელი ასრულებდა. პალტოს ღირებულება 4 ათასი, ხოლო შარვლის ათასი დოლარია.

ყველაზე ძვირი კი მელანიას ანსამბლში ჩანთაა, რომელიც „ჰერმესის“ მოდის სახლს ეკუთვნის და რომლის ღირებულებაც 10 ათასი დოლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები