LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპი D&G-ს 51,500 დოლარიან მოსაცმელში გამოჩნდა (ფოტოები)

125

მაშინ როცა მსოფლიო პრესა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის  G7-ის სამიტზე მსოფლიო ლიდერებთან ერთად ყოფნას აშუქებდა, მისმა მეუღლემ მელანია ტრამპმა, მედიის ყურადღება დოლჩე & გაბანას ძირადღირებული მოსასახამით მიიპყრო.

ფერადი ყვავილებით გაფორმებული 51,500 დოლარიანი მოსაცმელით, მელანია ტრამპი სიციალიაში გამოჩნდა.

ამის შესახებ ინსტაგრამზე სტეფანო გაბანამაც დაწერა. მან მელანია ტრამპს მადლობა გადაუხადა.

ამ ქურთუკის გამო, მელანია ტრამპმა დიდი კრიტიკაც დაიმსახურა: “პირველი ლედი ატარებს 51,500 დოლარიან სამოსს, მაშინ როცა, საშუალო ფენა კოლაფსშია” – წერენ კრიტიკოსები.

ამბობენ, რომ მელანიას მიერ ამ ქურთუკის არჩევა, მისმა იტალიაში ვიზიტმა განაპირობა და ეს სიმბოლური ჟესტია იტალიელი დიზაინერებისთვის.

და ბოლოს… ეს მოსაცმელი ნამდვილად ძალიან ლამაზია და ამაზე არავინ დავობს.

ეს ქურთუკი დოლჩე & გაბანას 2017 წლის შემოდგომა-გაზაფხულის კოლექციიდანაა. ის ბევრ მაღაზიაში ჯერ ხელმისაწვდომიც კი არ არის.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები