LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპი „ერდემის“ ყვავილებიან შარვალში (ფოტო)

490

დონალდ და მელანია ტრამპებმა უქმეები ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარეს. ისინი კუთვნილი ვერტმფრენით ნიუ-ჯერსიში მდებარე Trump National Golf Club-ში ჩაფრიდნენ, სადაც გოლფი ითამაშეს.

ოჯახურ შეკრებას ესწრებოდა ივანკა ტრამპი მეუღლესთან და ვაჟთან ერთად, ასევე ამერიკის პრეზიდენტსა და პირველ ლედის თან ახლდათ ვაჟი ბარონი და მელანიას დედა, 71 წლის ამალია კნავსი.

48 წლის მელანიამ ამჯერადაც სტილის ნამდვილი დღესასწაული მოაწყო. უიქენდებზე მან არჩევანი თეთრ ბლუზზე, „ერდემის“ ყვავილებიან შარვალსა და მაღალქუსლიან ყვითელ ფეხსაცმელზე გააკეთა. ვარდისფერი ფერის პიჯაკში იყო გამოწყობილი მელანია ტრამპის დედა, ხოლო ივანკა ტრამპი ჩვეულებისამებრ, აკადემიური სტილის თეთრ კაბაში პოზირებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები