LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპი „ვალენტინოს“ და დედოფალი ლეტიცია „მაიკლ კორსის“ კაბებში (ფოტო)

433

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მელანია ტრამპი, პირველი ლედის ამპლუაში, ოფიციალური შეხვედრების სერიას იწყებს. ამჯერად მელანიამ თეთრ სახლში ესპანეთის მეფეს ფილიპსა და მის მეუღლეს, დედოფალ ლეტიციას უმასპინძლა. სტილის დედოფლებად მონათლულმა პირველმა ქალბატონებმა ამ დღეს მოდის ნამდვილი დღესასწაული მოაწყეს. მელანიამ შეხვედრისთვის არჩევანი „ვალენტინოს” შავ-თეთრ კაბაზე გააკეთა, ხოლო დედოფალი ლეტიცია თეთრ სახლში „მაიკლ კორსის” ვარდისფერი კაბით გამოჩნდა.

სანამ დონალდ ტრამპი და მეფე ფიპილი საქმიან შეხვედრას მართავდნენ, მელანია ტრამპმა და დედოფალმა ლეტიციამ თეთრი სახლი ერთად დაათვალიერეს. მოგვიანებით კი პირველმა ლედიმ ესპანელ მონარქს ჩაიზე უმასპინძლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები