LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპი ყველას „პირველი ლედის“ ტურზე ეპატიჟება

125

მელანია ტრამპის მშობლიური ქალაქი ყველა მსურველს „პირველი ლედის“ ტურზე იწვევს. გამოცემა „Fox news”-ის ინფორმაციით, სლოვენიის ქალაქი სევნიცა ტურისტებს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის უკეთ გასაცნობად ეპატიჟება. ექსკურიის ღირებულება ძალიან ძვირი არ არის და 5 საათიანი ტური მხოლოდ 90 დოლარი ღირს. მარშრუტი კი მელანიას სკოლიდან დაიწყება, შემდეგ მის საცხოვრებელ ბინას და იმ რაიონს მოიცავს სადაც დონალდ ტრამპის მეუღლემ ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა. ხოლო, თუკი ტურისტები დამატებით თანხასაც გადაიხდიან, ადგილობრივ სამზარეულოს და კულტურასაც უკეთ გაეცნობიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები