LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპის მამამ ყველა გააოგნა, ის ძალიან ჰგავს მელანიას ქმარს

122

მელანია ტრამპი ქმრის ინაუგურაციის შემდეგ მუდმივად ცდილობს, საკუთარი პირადი ცხოვრების დეტალები ცნობისმოყვარეებისგან დამალოს. სწორედ ამიტომ, აშშ-ს პირველი ლედი განსაკუთრებულად საინტერესოა მედიისთვის და სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის.

სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოების ყურადღება მიიპყრეს მელანიას მშობლებმა, რომლებიც შვილის მოსანახულებლად ჩაფრინდნენ აშშ-ში. სოციალური ქსელების მომხმარებლები პირველი ლედის მამის გარეგნობამ გააოგნა. მათი მტკიცებით, ვიქტორ კნავსი ძალიან ჰგავს – არც მეტი, არც ნაკლები, მელანიას ქმარს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

 

 

რა არის ცნობილი ვიქტორ კნავსის შესახებ?

აშშ-ს პირველი ლედის მამა ოდესღაც კომუნისტური პარტიის წევრი იყო, შემდეგ კი სლოვენიაში მანქანების გაყიდვით იყო დაკავებული.

ცოლს, ამალიას, ბავშვების ტანსაცმლის მწარმოებელ ქარხანაში შეხვდა 1966 წელს. დაქორწინების შემდეგ წყვილი, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა.

მამისა და ქმრის მსგავსების შესახებ მელანია ტრამპმა ჟურნალთან GQ ისაუბრა.

„ორივე შრომისმოყვარეა, ჭკვიანი და ნიჭიერი. აბსოლუტურად სხვადასხვა გარემოში გაიზარდნენ, თუმცა მამაჩემს და ჩემს ქმარს ერთი და იგივე ღირებულებები და ტრადიციები აქვთ,“ – განაცხადა მელანიამ.

თქვენ როგორ გგონიათ, გვანან ერთმანეთს დონალდ ტრამპი და ვიქტორ კნავსი? გაგვიზიარეთ აზრი კომენტარებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები