LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპის ყვითელი კაბა „ურჩხული და მზეთუნახავის“ მულტფილმიდან (ფოტო)

837

დონალდ და მელანია ტრამპების ევროპული ტურნე გრძელდება. ამჯერად ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი ბრიტანეთში იმყოფებიან, სადაც სპეციალურად მათთვის გალა-ვახშამი გაიმართა. ამერიკის პირველ წყვილს თავად პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ უმასპინძლა, რომელიც ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად მივიდა.

ცხადია მედიის ყურადღება მიიქცია მელანია ტრამპის ულამაზესმა ყვითელმა კაბამ, რომელიც “ჟილ მენდელის” მიერაა შექმნილი. მელანია ტრამპის პირადი სტილისტის, ერვე პიერის თქმით, ეს კაბა სპეციალურად დედოფლის საპატივცემულოდ შეიქმნა, რომელსაც ყვითელი ფერი გამორჩეულად უყვრას. ამ კაბას ინტერნეტში უამრავი გამოხმაურება აქვს. ამერიკის პირველი ლედი ცნობილი ანიმაციური ფილმის „ურჩხული და მზეთუნახავის“ პერსონაჟს, ბელის შეადარეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები