LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპისთვის თეთრ სახლში მაკიაჟის ოთახს ამზადებენ

50

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია მომდევნო კვირას გაიმართება. ცერემონიის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტის სტატუსით თეთრ სახლში გადავა. როგორც ცნობილია, ვაშინგტონში ქმართან ერთად საცხოვრებლად არ გადადის მელანია ტრამპი, რომელიც შვილის სკოლის გამო ნიუ-იორკში დარჩენას ამჯობინებს. მელანია დარწმუნებულია, რომ არ ღირს ბავშვისთვის სასწავლო გარემოს შეცვლა. ამის მიუხედავად, მელანიასთვის თეთრ სახლში ოთახებს განსაკუთრებული პირობებით მოამზადებენ.

46 წლის ყოფილი მოდელისთვის უკვე ამზადებენ სპეციალურ ოთახს, სადაც თავს მოიწესრიგებს – გაიკეთებს მაკიაჟს, ვარცხნილობას, შეინახავს საკუთარ სამოსსა და ფეხსაცმელს. მელანიას ვიზაჟისტის, ნიკოლ ბრილის თქმით, „განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ოთახის განათებას, რათა სტილისტებს მიეცეთ საშუალება, შექმნან იდეალური იმიჯი მისის ტრამპისთვის.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები